საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თამარ ბერუჩაშვილს და მის უწყებას მადლობას უხდის.
ავლაბრის სასახლეში აფხაზეთის ვირტუალური არქივის ava.ge-ს პრეზენტაციაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაერო-ს მიერ დევნილებთან დაკავშირებით მიღებული მორიგი რეზოლუცია ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი გამარჯვებაა.
,,გაერო-ში ჩვენი საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა. ქართულმა დიპლომატიამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვა - ახლა უკვე 75 ქვეყანა საუბრობს დევნილთა პრობლემის ჰუმანიტარულ ნაწილზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს განხორციელებული საქმიანობისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.