ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ახლადდანიშნული ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა ოლქში წესრიგის დამყარება იქნება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში გამართულ გაფართოებულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა, სადაც თავისი მოღვაწეობის ერთი წელი შეაფასა.
,,მათთვის, ვისაც წესრიგის დამყარების ეშინია, ეს შიშები საკმაოდ საფუძვლიანია.
წესრიგის დასაცავად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რეგიონალური ადმინისტრაციების უფროსებად კონკურსის სახით პერსონების შერჩევაში, ახალი გუნდის და ახალი ელიტის ჩამოყალიბებაში, ოდესის საბაჟოზე წესრიგის დამყარებასა და ინვესტორების კრიმინალების ზეწოლისგან გათავისუფლების საქმეში ვერც მე და ვერც ოდესის ოლქის ჩემს მიერ დანიშნულ ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს ვერავინ და ვერაფერი შეაგვაჩერებს.” - აღნიშნა პოროშენკომ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, სოცილაურ ქსელებსა და საინფორმაციო საშუალებებში მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.