უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის რისკი მეტად მაღალია. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების გამო კიევი იძულებულია სპეცოპერაციის ზონაში 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავდეს კონცენტრირებული. „რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული კონტინგენტის რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა. ისმის კითხვა: რაში სჭირდება ამ რაოდენობის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრირება რუსეთს, თუ არა აგრესიის განსახორციელებლად?!“-აღნიშნა პოროშენკომ.