საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, საინტერესო იქნებოდა თუკი ,,ქართული ოცნების” სხდომას ბიძინა ივანიშვილი დაესწრებოდა, რადგან იგი დამფუძვნებელია. მისივე თქმით, თუ ოდესის გუბერნატორი ოდესაში რაღაცას ატარებს ივანიშვილის ,,ქართული ოცნების” სხდომაზე დასწრება არავის უნდა უკვირდეს.
„თუ დაესწრება ივანიშვილი, ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ არ ვიცი. რა მიკვირს იცით? ოდესის გუბერნატორი ოდესაში ატარებს რაღაცას და ეს თუ შეიძლება, თქვენ რა გიკვირთ?“ - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან, თუმცა, ყოფილი პრემიერის სხდომაზე დასწრების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
მისივე თქმით, ივანიშვილი დამფუძნებელია და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. ესწრებიან თუ არა მას მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები, უცნობია.