პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქადაგიძისთვის არ უნდა ეპატიებია და პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ყველა საქმე, რომელიც სებ-ის ხელმძღვანელს უკავშირდება.
,,ქადაგიძე თავად არის ამ ქვეყნისთვის საფრთხე და არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, თუმცა ბიძინას იმაში ვერ ვეთანხმები, რომ მან აპატია მთლიანად ქადაგიძეს, რა წილი პასუხიმგებლობაც მას მისი ბანკის მიმართ აქვს. პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ყველა ის საქმე, რომელიც ქადაგიძესთან კავშირშია”, - განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება ქადაგიძის მოწოდებას მთავრობის მიმართ, რომ მან ხელი მოაწეროს სავალუტო ფონდთან შეთანხმებას, იგი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თვითონ აკეთებს პროვოცირებას, რათ ხელისუფლება სავალუტო ფონდთან დააპირისპიროს.