ჩვენ გვსურს, ექიმები ნორმალურ ხელფასს იღებდნენ. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა. „დღეს ჩვენი ექიმები და მედპერსონალი მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, რაც არანორმალურია. ჩვენ გვსურს, ისინი ნორმალურ ხელფასებს იღებდნენ. ეს მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, გადახდის სისტემა ამოქმედდება. მედპერსონალი კოტრაქტის მიხედვით შესრულებულ სამუშაოში ადექვატურ ანაზღაურებას მიიღებს,“-აღნიშნა კვიტაშვილმა.