საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ველისციხეში იმყოფება. ის გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის უწყებების ხელმძღვანელებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა.
მერაბიშვილი ჭერემის წყალსაცავზე შექმნილ სიტუაციას ადგილზე ეცნობა.
ამ დროისთვის, ველისციხეში არსებულ ჭერემის წყალსაცავში წყლის დონე ერთი მეტრით დაწეულია. სოფლებში მოხდა იმ მოსახლეობის დაბრუნებაც, რომელთა ევაკუაციას გადაუღებელი წვიმების გამო 22 აპრილს დაიწყო.
ადგილზე უკვე ამოქმედებულია ახლადდამონტაჟებული წყალსაქაჩი სისტემა. კიდევ ერთი ალტერნატიული წყალსადენის მონტაჟი, რომელიც ჭერემის ტბაში წყლის დონის კლებას შეუწყობს ხელს ამ წუთებშიც მიმდინარეობს და გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, ის დღის ბოლომდე დასრულდება.