ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ბრუს ვილისი ჩინურ მძაფრსიუჟეტიან ფილმში მონაწილეობას დათანხმდა. „დაბომბვა“-ასე ჰქვია ახალ სურათს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს, კერძოდ კი ქალაქ ჩუნცინზე იაპონელთა საჰაერო იერიშს ასახავს. ფილმის ბიუჯეტმა 56 მილიონი დოლარი შეადგინა.