მმართველობის ვადის ამოწურვის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი თანამდებობიდან გადააყენა.
ამის შესახებ კრემლის პრეს-სამსახური იუწყება.
რეგიონის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ტამერლან აგუზაროვი დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტს თეიმურაზ მამსუროვი 2005 წლის ივნისიდან იკავებდა.
,,10 წელი საკმაოდ ბევრია. 10 წლის წინ რესპუბლიკა სულ სხვანაირი იყო და დღეს ის სხვაა.
კალენდარულად, დღეს ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღეა, ამიტომ მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდით.” - განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა თეიმურაზ მამსუროვმა.
უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ის თანამდებობიდან გადააყენა.
ამ პოსტზე თეიმურაზ მამსუროვის კანდიდატურა ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტს პირველი ვადით პუტინმა 2005 წლის 7 ივნისს წარუდგინა.
2010 წლის 29 აპრილს იმავე პარლამენტმა ისევ მოიწონა ვლადიმერ პუტინის წინადადება და მამსუროვი თანამდებობაზე ხელმეორედ აირჩიეს.