არგენტინის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტისას ამერიკის დაზვერვის ყოფილ აგენტს, ედვარდ სნოუდენს შეხვდა. ამის შესახებ სნოუდენის ადვოკატმა ენტონი რომერომ განაცხადა. მისივე თქმით, კირშნერისა და სნოუდენის შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სნოუდენმა არგენტინის პრეზიდენტს საიდუმლო მასალები გადასცა, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების მიერ არგენტინელი მაღალჩინოსნების თვალთვალს ადასტურებს.