გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის დატბორვის საფრხე ნაწილობრივ მოიხსნა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთი პრეზიდენტის რწმუნებულის პრეს-სამსახურში განუცხადეს.
"სოფელი ველისციხის დატბორვის საფრთე ნაწილობრივ მოიხსნა. პირველი კონსტრუქცია, რომელიც ჭერმის წყალსაცავზე დამონტაჟდა უკვე ამოქმედდა და წყლის ამოქაჩვა დაიწყო. ამ წუთებში წყალსაცავში წყლის დონემ 1 მეტრით დაიკლო", - აცხადებენ გუბერნატორის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ჭერმის წყალსაცავზე მეორე კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც დამატებით წყლის ამოქაჩვას შეუწყობს ხელს.
ველისციხის მაცხოვნებლები ამ დროისთვის საკუთარ სახლებში უკვე დაბრუნდნენ და ძლიერი წვიმის მიუხედავად წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა.
ველისციხეში საგანგებო სიტუაციების სამსახური კლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ ჭერმისთავში წყალსაცავის დონემ საშიშ ზღვარს გადაჭარბა, რის შემდეგაც სოფელ ველისციხის მოსახლეობას დატბორვის საფრხე შეექმნათ. სპეცდანიშნულების რაზმებმა სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია 22 აპრილს მოახდინეს.