თბილისში ბუხაიძის № 24-ში ორსართულიანი სახლის ერთი ნაწილი მლიანად ჩამოიშალა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარიულ სახლში 2 ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა მათ სახლის დატოვება დროულად შეძლეს.
ადგილზე თბილისის მერიის, ადგილობრივი გამგეობისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
მერიის გადაწყვეტილებით, ახალი საცხოვრებლის აშენებამდე დაზარალებულ ოჯახებს ქირით გადაიყვანენ.