კანადის პრემიერი „დიდი შვიდეულიდან“ პუტინის სამუდამოდ გაძევებას მოითხოვს
რუსეთი „დიდ შვიდეულს“ მანამდე ვერ დაუბრუნდება, სანამ პრეზიდენტად პუტინი ეყოლება. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა „ასოშიეიტედ პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო დიალოგის ფორმატში პუტინის მონაწილეობას კანადა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. „დიდი შვიდიანის“ ლიდერთა შეხვედრა ბავარიაში 7-8 ივნისს გაიმართება.