საცხოვრებლიდან ან სხვა დაკავებული სადგომიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება. სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც საპოლიციო გამოსახლებას ეხება, საკანონმდებლო ორგანო მუშაობს. მოქმედი ნორმის თანახმად, პოლიციას აქვს ვალდებულება, მოქალაქეს და ბანკსა თუ კერძო პირს შორის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული მოქალაქეები გამოასახლოს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად კი, აღნიშნული წესი იცვლება და გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში მოხდება. საკითხის განხილვისას დაზარალებულ მოქალაქეს საშუალება ექნება კონტრარგუმენტები პროცესზე წარმოადგინოს.