ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ფინანსთა სამინსიტრომ პარლამენტს 10 ივნისადმე უნდა წარუდგინოს. შესაბამისი მოთხოვნით ნოდარ ხადურს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. საპარალამენტო უმრავესლობაში ვარაუდობენ, რომ თანხების შემცირება ძირითადად დამხმარე ხარჯებს შეეხება, ხოლო სოციალურ სფეროზე გამოყოფილი თანხები უცლველი დარჩება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ, არსებული ვიტარებიდან გამომდინარე, ოპტიმალური ვარიანტი უნდა წამოადგინოს, რათა ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები არ შეექმნას.