ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეების მიერ წარდგენილ შუამდგომლობებზე მტკიცებულებათა დასაშვებობას განიხილავენ. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურის მოთხოვნები კანონთან შესაბამოსობაში არ მოდის. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების გახმაურებული საქმე 2013 წელს ჩატარებულ ტენდერს ეხება, რომელშიც, გამოძიების თანახმად, სამინისტრომ უპირატესობა კომპანია „სილქნეტს“ მიანიჭა, სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა კი მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა.