ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ვერ გამოიტანეს. 12 საათიანი ფიქრის შემდეგ მოსამართლემ მათ გონივრულ ვადად კიდევ ერთი საათი განუსაზღვრა, თუმცა დრო ამოიწურა. მოსამართლე დარწმუნებულია, რომ ყველა ნაფიც მსაჯულს აქვს პოზიცია, თუმცა 8 ხმა ვერცერთმა გადაწყვეტილებამ ვერ მოიპოვა. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს ვერ აცხადებენ, მოსამართლე ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომას ნიშნავს და განხილვები ხელახლა იწყება. 25 წლის ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე მალევე დააკავეს.