იაროსლავლის ზოოპარკში ალბინოსი კენგურუ დაიბადა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს, ნორმალურად იკვებება და გარემოსაც მშვენივრად ეგუება. ალბინოსი კენგურუ ბუნების იშვიათობაა და ათასიდან ერთ შემთხვევაში იბადება. ალბინოსი ცხოველები ველურ ბუნებაში თავს დაუცველად გრძნობენ, რადგანაც არაბუნებრივი ფერი მათ მტაცებლებისთვის ადვილადც შესამჩნევს ხდის.