განა უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. ბოლო მონაცემებით, ქალაქ აკრის ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას 96 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დასავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ცოტა ხნის წინ ტრაგედიის ადგილი პრეზიდენტმა მაჰამამაც მოინახულა.