ავღანეთის აღმოსავლეთით, პაკისტანის საზღვართან ახლოს ,,ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა მოძრაობა ,,თალიბანის“ 10 აქტივისტს თავი წააჭრეს.
ამ მასობრივი მკვლელობის შესახებ გასაიდუმლოებული ანგარიში ტერორისტების სამეთაურო შტაბის შეცდომის შედეგად ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში.
სუნიტური შტოს ორი ისლამური დაჯგუფება უკვე რამდენიმე კვირაა ავღანეთის აჩინის მუნიციპალიტეტში იბრძვის, თუმცა ასეთი საჩვენებელი მკვლელობის შესახებ ცნობილი პირველად გახდა.