,,საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ხვალ პარლამენტში დახურულ ფორმატში იმსჯელებენ.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, ხვალ, 16:00 საათზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, სადაც საარჩევნო რეფორმაზე იმსჯელებენ.
მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სხდომის შემდეგ, საკითხის განხილვა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.
კანონმდებელის შეფასებით, მაჟორიტარული სისტემის შესაძლოა გაუქმების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა არა მხოლოდ კოალიციაში, არამედ პარტია „ქართულ ოცნებაშიც“.