ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის შეჩერების უფლება არ ჰქონდა. იგი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი დღევანდელი განცხადებით, გიორგი ქადაგიძეს ემუქრება.
,,1. პროკურატურაში საქმის მსვლელობა შეაჩერა - მაშინ, როდესაც დაზარალებულს ამგვარი უფლება არა აქვს, ეს პროკურორის დისკრეციაა.
- საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდება და ჩვენც ღიად გვესაუბრება, როგორც ქვეყნის მმართველი.
- პრივატიზებული პროკურატურით ემუქრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
P.S. ცუდად დაამთავრებს ეს კაცი”, - წერს facebook-ის საკუტარ გვერდზე ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატი.
ყოფილმა პრემიერმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თხოვნის გამო არ დააჭერინე. მისი განმარტებით, ეს იყო ,,პირადი საქმე” თუმც, თუ ქადაგიძეს სხვა დანაშაულიც აქვს, პროკურატურა ზომებს მიიღებს.