საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუჰა სიპილას ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.
„სიხარულით აღვნიშნავ წლების განმავლობაში საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენი მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება და მოიცავს თანამშრომლობის ახალ სფეროებს. ასევე ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანთ ამ კავშირებს. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის განმტკიცებას და ფინელი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.