ძლიერი წვიმების შედეგად შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ამ დროისთვის 100-მდე ზარია შესული.
ამის შესახებ სამსახურის უფრომა თემურ გიორგაძემ დღეს, თბილისის მთავრობის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ზარების უმეტესობა სადარბაზოების დატბორვის, ასევე ძველი საცხოვრებელი სახლების ჩამონგრევის პრობლემას უკავშირდება.
"გუშინ და დღეს ჩვენს სამსახურში 100-მდე ზარია შემოსული. არც ერთი მათგანი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია", - განაცხადა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით თბილისის მთავრობა თანხმებს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს.