საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებლის სერგი კაპანაძის შეფასებით, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე მხარდამჭერების რიცხვის გაზრდისთვის, საქართველოს საგარეო უწყება ქებას იმსახურებს.
,,გუშინ საღამოს ძალიან კარგი რეზოლუცია მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. მომხრეების რიცხვი გაიზარდა 6-ით და 75 შეადგინა. სერიოზული დანამატია თურქეთი, ტრინიდადი, გაიანა, პანამა და გვატემალა, ასევე მალავის და სომალის დაბრუნება მომხრეებში. სამწუხარო და გაუგებარია მალდივების და ბურუნდის საწინააღმდეგო ხმა და ავსტრიის მიერ არდასწრება. სასიხარულოა, რომ შრი ლანკამ გადაწყვიტა, თავი შეიკავოს წინა წლების უარყოფითი ხმის შემდეგ. საბოლოო ჯამში, დიდი მადლობა და "ყოჩაღ" საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისიებს ნიუ იორკში და ჟენევაში, ასევე აფრიკის, აზიის და ავსტრალია-ოკეანეთის ქვეყნებში. კარგია, რომ რუსეთმა ისევ დათმო ეს ბრძოლა გაეროში და მხარდაჭერა გაგვეზარდა. ამოცანაა - ისეთივე კონსენსუალური გახდეს ეს რეზოლუცია, როგორც კუბის, ან პალესტინის შესახებ რეზოლუციებია! ამ მიზნისკენ აშკარად მივიწევთ! Good Job!!! ” ,- აცხადებს სერგი კაპანაძე