საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ მინიმალური მოთხოვნებს, რომელიც მიმართული სტაბილურობის და ზესტაფონსა და ჭიათურაში დასაქმებულების უფლებების დაცვისკენაა მიმართული- ქარხნის ადმინისტრაციამ არალოგიკური ნაბიჯები და უმოქმედობა დაუპირისპირა. ქარხნის ხელმძღვანელობა "ლოქ აუტ"-ის გამოცხადებას და გაფიცვის პერიოდში ქარხნის დაკეტვას გეგმავს.
პროფკავშირების გაერთიანებაში მიიცნევენ, რომ ეს იძლევა დასკვის გამოტანის საფუძველს, რომ მიმდინარეობს საკითხის პოლიტიზირება ქვეყნის გარეთ მყოფი ძალების მხრიდან, რათა მოხდეს ზესტაფონში დესტაბილიზაციის კერის გაჩენა. ნაცვლად იმისა, რომ კანონის მოთხოვნით აწარმოონ მოლაპარაკებები.