საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), 1 359 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ სტატისტიკის ეროსნული სამსახურიდან აცნობეს, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცამებს 15 პროცენტით აღემატება.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 339 მლნ აშშ დოლარზე დაფიქისრდა, ხოლო იმპორტი - 1 020 მლნ აშშ დოლარზე. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საანგარიშო პერიოდში 681 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2010 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებს შორის იყო თურქეთი 212 მლნ აშშ დოლარის სავაჭრო ბრუნვით, აზერბაიჯანი 137 მლნ აშშ დოლარის ბრუნვითა და უკრაინა 127 მლნ აშშ დოლარის სავაჭრო ბრუნვით.