დონბასში ვითარების გამწვავების პროვოცირებას უკრაინის შეიარაღებული ძალები ახდენენ. ასე აფასებს მარინკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს პუტინის პრეს-მდივანი. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს და პროვოკაციებს მუდმივად მიმართავს. მარინკას დასახლებაში შეტაკებებს ოფიციალური კიევის მონაცემებით 2 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაიჭრა.