კატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ნებისმიერ შემთხვევაში უმასპინძლებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალედ ტიიამ განაცხადა. მანვე ის ქვეყნები, რომლებიც კატარისთვის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით გამოდიან, რასიზმში დაადანაშაულა. კატარისთვის მასპინძლის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ფიფას მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში ამხილეს. კორუფციის ბრალდებით შვეიცარიის პოლიციამ ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრა.