ოდესის განვითარება პოლიტიკურ განწყობას არამხოლოდ ოლქში შეცვლის, არამედ გავლენას რუსეთის მცხოვრებლებზეც მოახდენს. ამის შესახებ ოდესის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. „ბევრი რუსისთვის, მათ შორის, იმპერიალისტურად მოაზროვნე რუსებისთვისაც, ოდესა მათი ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილს, რუსეთის გულს წარმოადგენს. ამიტომ, ისინი ოდესაში მიმდინარე მოვლენებისადმი დიდ მგრძნობელობას იჩენენ. თუ ოდესა განვითარდება და წარმატებული რეგიონი გახდება, ეს თავად რუსეთზე უდიდეს გავლენას მოახდენს, რისიც რუსეთში ეშინიათ,“-აღნიშნა სააკაშვილმა.