ისრაელმა ღაზას სექტორი კიდევ ერთხელ დაბომბა. ებრაულმა ავიაციამ წერტილოვანი დარტყმები ხან-იუნისის დასახლებაზე მიიტანა. მანამდე პალესტინელმა ექსტრემისტებმა აშკელონისა და ნეთივოტუს ებრაული დასახლებების მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფებამ “ომარის ბრიგადამ” აიღო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.