მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტებს დღეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ. დეპუტატებმა 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხზეც უნდა იმსჯელონ. საკომიტეტო განხილვების შემდეგ საკითხი სასესიო ფორმატში გადაინაცვლებს, სადაც კანონმდებლები ერთიან დოკუმენტს მიიღებენ და მთავრობის გასული წლის საქმიანობას შეაფასებენ. 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, შემოსავლების გეგმა 101,6 პროცენტით შესრულდა. პარლამენტში წარმოდგენილ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 7, 7 პროცენტით გაუფასურდა.