მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის ვარაუდით, უკრაინა არ მოახდენს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას საქართველოში, ვინაიდან ის არის უკრაინის მოქალაქე. ამის შესახებ შოთაძემ გადაცემა „2030“-ში განაცხადა.
„ჩვენ რამოდენიმეჯერ მივმართეთ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, საიდანაც ბოლოს მივიღეთ უარი. დამატებით შემიძლია გითხრათ, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ ხდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინა თავისი მოქალაქის ექსტრადირებას საქართველოში არ მოახდენს“, - განაცხადა შოთაძემ.
ამასთანავე, გენპროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი იძებნება საერთაშორისო სისტემით დსთ-ს ქვეყნების ფარგლებში.
„მიხეილ სააკაშვილი დღესდღეობით დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოთა შორის ძებნაშია. რაც შეეხება ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნას, საქართველოს პროკურატურამ რამოდენიმე თვის წინ მიმართა ინტერპოლის ბიუროს და ეს საკითხი განხილვის სტადიაშია“, - დასძინა შოთაძემ.