ციხეებში უმძიმესი სიტუაცია გვქონდა. არ არსებობდა თავისუფალი სასამართლო. პროკურორები ყელაფერს აკონტროლებდნენ, ყველას უსმენდნენ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა უკრაინულ სააგენტო „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ არ არსებობდა ევროპის კონვენციის ერთი მუხლიც კი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს არ დაერღვია.
„სტრასბურგში, ევროპის სასამართლოში ჩემი თანამოქალაქეების ასობით განცხადებას ვიღებდი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მათ ავიწროვებდნენ, ატერორებდნენ, არ ჰქონდათ თავისუფლება, უბრალოდ ვერ სუნთქავდნენ. რატომ? იმიტომ რომ ამას რეფორმებს“ უწოდებდნენ“, - განუცხადა ჟურნალისტს მინისტრმა.
მისი თქმით, ვარდების რევოლუცია კარგი იყო, მაგრამ ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლა საქართველოს დიდი შეცდომა აღმოჩნდა. „ვარდების რევოლუციის ჯგუფში იყვნენ სხვა ადამიანები, რომელთა იმედიც გვქონდა, მაგალითად, ზურაბ ჟვანია, ის დემოკრატი იყო , მას ესმოდა, რომ რეფორმა ადამიანების ციხეში ჩასმა არ არის“, -აღნიშნა თეა წულუკიანმა.