უკრაინისა და საქრთველოს მთავრობებისა და ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობა ყველაფერზე მაღლა დგას, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კიევში ვიზიტისას სააგენტო „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე შეხვედრა საქართველოს ყოფილ მაღლჩინოსნებთან, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მისთვის დისკომფორტს ხომ არ გამოიწვევდა, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ის მხოლოდ იუსტიციის მინიტრის მოადგილეს გია გეწაძეს შეხვდა, რომელიც არ იძენებნა და რომ ბრალდებულის სტატუსი მხოლოდ სააკაშვილსა და ადეიშვილს აქვთ.
„მესმის რომ ეს ყველას აინტერესებს. ჩვენი პოზიცია მარტივია, ურთიერთობა ჩვენს მთავრობებს შორის, ჩვენს ხალხებს შორის ყველაფერზე მაღლა დგას და არავის მივცემთ ამ ურთიერთობის გაფუჭების უფლებას“, - აღნიშნა მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, იანუკოვიჩის გუნდის წვერის მიმართ უკრაინის პროკურატურის მიერ ძებნის გამოცხადების შემთხევვაში ის პირი საქართველოში მაღალ თანამდებობას ვერასდროს დაიკავებდა. „სხვა საქმეა თუ იანუკოვიჩის გუნდის წევრი უკრაინის სახელმწიფოს, პროკურტურის მხრიდან ძებნას გამოაცხადებედა, ის პირი საქართველოში მაღალ თანამდებობას ვერასდროს დაიკავებდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.