გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო მდგომარეობა ამ დრომდე შენარჩუნებულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთი პრეზიდენტის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა.
"სოფელი ველისციხის დატბორვის საფრთე ჯერ ბოლომდე არ მოხსნილა. თუმცა ჭერმის წყალსაცავის აღდგენითი სამუშაოებზე დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა და იმედი გვაქვს, რომ საგანგებო მდგომარეობა დღის ბოლომდე მოიხსნება", - განაცხადა გიორგი სიბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ წყალსაცავზე სამუშაოების შესრულებას უამინდობა უშლის.
ამასთან, სიბაშვილის ინფორმაციით, ველისციხის მაცხოვნებლები ამ დროისთვის საკუთარ სახლებში უკვე დაბრუნდნენ და ძლიერი წვიმის მიუხედავად წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა.
ველისციხეში საგანგებო სიტუაციების სამსახური კლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ ჭერმისთავში წყალსაცავის დონემ საშიშ ზღვარს გადაჭარბა, რის შემდეგაც სოფელ ველისციხის მოსახლეობას დატბორვის საფრხე შეექმნათ. სპეცდანიშნულების რაზმებმა სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია 22 აპრილს მოახდინეს.