კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, რამაც ავტომანქანა მოიყოლა.
შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები თემგიზ დარძულიძის ავტომანქანას, რომელშიც მის გარდა, კიდევ ორი მგზავრი იმყოფებოდა, ამ დრომდე ეძებენ.
კობის უღელტეხილთან, ყაზბეგის მონაკვეთზე გზა მთლიანად ბლოკირებულია. გუდაურთან ჩამოწოლილი ზვავის გაწმენდას მძიმე ტექნიკა ცდილობს.
სპეციალისტების განცხადებით, უამინდოების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები ნელა მიმდინარეობს, რასაც სავარაუდოდ, კიდევ ორი დღე დასჭირდება.