მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმდინარე აქციას ,,თავისუფალი დემოკრატები" ალექსი პეტრიაშვილი და ზურაბ აბაშიძე შეუერთდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, "თავისუფალი დემოკრატები" მხარს უჭერენ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას.
,,ჩვენი პოზიციაა, რომ შეიცვალოს კანონი მომხმარებელთან მიმართებაში. ისინი არ უნდა ხდებოდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები და არ უნდა ხვდებოდნენ ისინი ციხეში. სახელმწიფომ უნდა შეცვალოს პოლიტიკა, უნდა გააძლიეროს გამსაღებლების მიმართ მუშაობა და მათ წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა, თუმცა ეს ბრძოლა არ უნდა იყოს მომხმარებლების წინააღმდეგ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია, სახელწოდებით "არ დაიჭირო" იმართება. აქციის მონაწილეები მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ.