საინვესტიციო კომპანიებთან, რომლებმაც აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხეს მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არიან კომპანიები რომლებმაც ეკონომიკური კრიზისისა და ორი წლის წინ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეარულეს. შესაბამისად, მთავრობა თითოეულ პროექტს ინდივიდულურად განიხილავს და ვალდებულებების კორექტირებას მოახდენს.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მსგავსი კომპანიების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, მათ შორისაა "კალა-კაპიტალის" და "არსენალ-სიტის" პროექტი.