მადრიდის რეალის მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი დაინიშნა. ესპანელი სპეციალისტი სამეფო კლუბს 3 წლის განმავლობაში უთავკაცებს. რეალის მწვრთნელის პოსტი ვაკანტური 25 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტიმ კლუბი დატოვა. ბენიტესის ყოველწლიური ანაზღაურება 4 მილიონ ევროს შეადგენს.