დღეს, 25 აპრილს, "თბილისის ჰამქარი" ექვს ახალ და რვა საპატიო წევრს მიიღებს. ორგანიზაცია ახალ წევრებს საზეიმო ცერემონიის თანხლებით მიიღებს.
"თბილისის ჰამქრის" ძველი წევრები თავისუფლების მოედნიდან მოაწყობენ თეატრალიზებულ მსვლელობას ჰამქრის დროშებით. ახალ წევრებს აბანოთუბანში ათასწლოვანი ტრადიციის მიხედვით მიიღებენ.
ახალი წევრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, აქამდე კი, "თბილისის ჰამქარი" 50 წევრისგან შედგებოდა.
მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან აბანოთუბნამდე 16.00 საათზე დაიწყება.