ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დადებითად აფასებენ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით წამოწყებულ ღია დისკუსიებს. ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია, რადგან ნარკოპოლიტიკა საქართველოში არაგონივრულად რეპრესიულია.
,,ძალიან კარგია და დადებით შეფასებას იმსახურებს ის, რომ საჯარო სივრცე გაიხსნა ამ საკითხებზე სასაუბროდ და ახლა უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს ეს დისკუსია. ვფიქრობ, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში ნამდვილად საჭიროებს გადახედვას იმიტომ, რომ არის არაგონივრულად რეპრესიული. ძალიან კარგი იქნება, თუ საპარლამენტო დისკუსიები დაეფუძნება არა რომელიმე დეპუტატის ან თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის პირად გემოვნებას ან შეხედულებას ამ საკითხზე, არამედ სამეცნიერო კვლევებს. ზოგადად, საკანონმდებლო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს კვლევებს, ობიექტურ მაჩვენებლებს და იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც დიდი ხანია, უკვე აწარმოებენ ბრძოლას ნარკოდამოკიდებულებასთან, მაგრამ არა რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკით” , - განაცხადა ნაცვლიშვილმა გადაცემა ,,თეორემაში” სტუმრობისას.
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, დღეს საქართველოს ხუთ ქალაქში აქცია იმართება.