დღეს, 25 აპრილს, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ცენტრი მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე - "ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში" გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, კონფერენციაზე სტუდენტები საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობის შესახებ მომზადებულ ნაშრომებს წამოადგენენ.
კონფერენციაში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
სტუდენტური კონფერენცია უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.