დღეს, 25 აპრილს, 11:00 საათიდან, ზესტაფონის ფეროშენადგობდა ქარხანაში, პროფკავშირებს, ხელმძღვანელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ქარხანაში სრულმასშტაფიანი გაფიცვა გაგრძელდება, რომელიც 22 აპრილს დაიწყო. Fფეროს ხელმძღვანელობა გაფიცვის პერიოდში ქარხნის დახურვით იმუქრება.
500 მდე თანამშრომელი კი მოთხოვნების დაკმაყოფილებმადე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებს.
პროფკავშირები და დასაქმებულები- მომუშავეთა შრომის უსაფთხოებას, ხელფასების 50%-ით მატებას და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლეიბს აღდგენას ითხოვენ.