ძლიერი წვიმების შედეგად მთაწმინდაზე სახლი ჩამოინგრა.
სახლი წავკიკისის 17 ნომერში მდებარობს. იგი მიტოვებული იყო და შესაბამისად არავინ დაშავებულა. თუმცა, სახლის ნანგრევებმა შენობის ქვემოთ მდებარე საცხოვრებელი სახლის კიბე და ეზოში მდებარე ავტომანქანა დააზიანა.
გარდა ამისა, წვიმებმა სოფელ გლდანისა და გლდანულას დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოშალა. მოსახლეობა შემოვლითი გზით გადაადგილდება. გზის რეაბილიტაციიდ მიზნით სამუშაოები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.