არჩევნების მაჟორიტარული წესის შეცვლასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცური პარტიები პარლამენტს დღეს სპეციალურ დოკუმენტს წარუდგენენ. მათი განმარტებით, არსებული რეფორმა ხმების თანაფარდობისა და ამომრჩევლის ნების რეალურ ასახვას მანდატებში ვერ უზრუნველყოფს. პარტიები და არასამთავრობები იმედოვნებენ, რომ პარლამენტი საარჩევნო რეფორმის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას მალე დაიწყებს.