საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის რანგში თინა ხიდაშელის პირველი შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან ნატოს შტაბ-ბინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა კი 2016 წელს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტი იყო.