საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის მაღალი დონის ვიზიტები მზადდება. მინისტრმა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში დაანონსებულ ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"უკრაინაში განხორციელდა რიგი ვიზიტებისა მინისტრების დონეზე. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი კიდევ ერთი ვიზიტი, ეს იქნება კულტურის მინისტრის ვიზიტი, განხორციელდა პრეზიდენტის ვიზიტი, და როგორც უკვე ითქვა, მიმდინარეობს ვიზიტების მომზადება მაღალ დონეზე. საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გათნსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ პარტნიორობას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, საერთო ამოცანები, საერთო საფრთხეები და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთად მუშაობას", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.