,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პროდასავლური ტრანსფორმაცია მოახდინა და ახლა ამის გაკეთებაში უკრაინას ეხმარება.
გაბაშვილის შეფასებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მსოფლიოში, როგორც დასავლურ ლიდერს აღიქვამენ.
"დასავლეთი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პროდასავლური ლიდერი. ადამიანი, რომელმაც საქართველოს პროდასავლური ტრანსფორმაცია მოახდინა და ახლა ამის გაკეთებაში უკრაინას ეხმარება. მხოლოდ ორი მთავრობა დამოკლეს მახვილს ჰკიდებს მიხეილ სააკაშვილს, ესენია - პუტინისა და ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმები," - აცხადებს გოკა გაბაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.