ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" სამშობლოში დაბრუნდება. ,,ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, კრისტის აუქციონზე მილიონ 486 ათას 100 დოლარად ნახატი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და მას საქართველოში დააბრუნებს.
ვაჭრობა ლონდონში, კრისტის აუქციონზე დღეს გაიმართა. ფიროსმანის ნახატის საწყისი ღირებულება მილიონ 235 ათას 119 დოლარი იყო. აუქციონის სახლი ვარაუდობდა, რომ მისი ბოლო ფასი მილიონ 852 ათას 799–ტი დოლარი იქნებოდა. თუმცა ის შედარებით ნაკლებ ფასად გაიყიდა.
.